აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდა

აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ პანელურ დისკუსიაში – „ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის გაძლიერება ევროკავშირის ბაზარზე – გამოწვევები, შესაძლებლობები და პარტნიორობა“  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ავალიანმა  მიიღო მონაწილეობა. 

გიორგი ავალიანის განცხადებით, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა მოიცავს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის სრულ ციკლს —  რაც გულისხმობს, როგორც სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების ხელშეწყობასა და პროდუქციის შენახვა-გადამუშავების ეტაპს,  ასევე სურსათის უვნებლობის საერთაშორისო  სტანდარტების დანერგვის, შეფუთვისა და ბრენდინგის მიმართულებით დახმარებას, ასევე საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობისა და ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაში ხელშეწყობას.

„ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ექსპორტის მხარდაჭერა, არამედ იმ პროცესის გაძლიერება, რომელიც კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებას უზრუნველყოფს.“- აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ავალიანმა. 

პანელურ დისკუსიას სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიზანი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით არსებული ტენდენციების გაანალიზება, ექსპორტიორების საჭიროებების განხილვა და  ამ კუთხით არსებული კანონმდებლობის  ძირითადი მიმართულებების შესახებ მსჯელობა იყო. 

შეხვედრა ჩატარდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან (EBA) თანამშრომლობით.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს მიმდინარე პროგრამებით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია

სოფლის განვითარების სააგენტოს მიმდინარე პროგრამებით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია...
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  გაიმართა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოფლის განვითარების სააგენტომ მცხეთაში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო...