სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაინტერესებული 757 ქალი თემატურ საინფორმაციო შეხვედრებს დაესწრო

საქართველოს მასშტაბით 54 მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტოს  მიმდინარე პროგრამებისა და პროექტებით დაინტერესებული ქალბატონებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებს 757  ქალი  დაესწრო.   ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფილი იყო თარგმანი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

აგრარულ საქმიანობაში გამოცდილების გაზიარების მიზნით, დაგეგმილია ვიზიტი სოფლის განვითარების სააგენტოს  ქალი ბენეფიციარების  მეურნეობებში, სადაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის მსურველი ქალბატონები სამუშაო პროცესს და წარმატებული მეურნეობების შექმნის ისტორიას გაეცნობიან.  

აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამით ,,დანერგე მომავალი“ სარგებლობის მსურველ პირველ  100 ქალს მიწის ლაბორატორიული ანალიზი სრულად აუნაზღაურდება; განაცხადების შეტანის პროცესში ტექნიკურ კონსულტაციას მათ  ფონდი „ტასო“ გაუწევს. 

აღნიშნული აქტივობები მიმდინარეობს „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების“ პროექტის (RSMEDP) მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება Swisscontact (ძირითადი განმახორციელებელი) Mercy Corps და Springfield Center კონსორციუმის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.

  

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ქვემო ქართლის  რეგიონული სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი სააგენტოს ქვემო...
ციფრული აპლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი“  (GECSA) ხელმისაწვდომია შიდა  ქართლის და კახეთის რეგიონში

ციფრული აპლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი“ (GECSA) ხელმისაწვდომია შიდა ქართლის და კახეთის რეგიონში

აპლიკაციის  პრეზენტაციას, რომელიც ფერმერებისთვის აგროსამუშაოების ამინდის...
სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართულ პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს

სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართულ პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს

სოფლის განვითარების სააგენტომ 2026 წელს დაგეგმილი იმ საერთაშორისო გამოფენების...
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სააგენტოს დირექტორმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელისაგან...