არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას განახორციელებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია, სრულად მოხდეს ვაშლის მოსავლის რეალიზაცია და ფერმერებმა მიიღონ შემოსავალი.

პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2021 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 31,000 ტონაზე მეტი ვაშლი გადამუშავდა

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 31,000 ტონაზე მეტი ვაშლი გადამუშავდა

კომპანია ნატურალ 7 არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო...
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 11 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 11 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დასრულდა....
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადა 15 დეკემბრამდე გაგრძელდა

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადა 15 დეკემბრამდე გაგრძელდა

მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერების მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით,...