ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა დაიწყო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 15 იანვარს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა ქართული ჩაი დაამტკიცა. დღეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მამუკა კვარაცხელიამ და პროგრამის ქართული ჩაი მენეჯერმა ლევან უროტაძემ, გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ადგილობრივ კოოპერატივებს და ფერმერებს პროგრამა ქართული ჩაი გააცნეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის პირველი ეტაპის განხორციელება თებერვლის თვიდან დაიწყო და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. პლანტაციების რეაბილიტაციისათვის თანადაფინანსება იქნება: კერძო საკუთრებაში არსებული პლანტაციების შემთხვევაში: იურიდიული პირებისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) - რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 60% სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 80% სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული (იჯარით გაცემული) პლანტაციების შემთხვევაში: იურიდიული პირებისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) - რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 70% სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 90% სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები დამატებით უსასყიდლოდ მიიღებენ ჩაის პირველადი დამუშვებისთვის საწარმოო მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპიანია, პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დონორ ორგანიზაციებთან ერთად, პროგრამის ბენეფიციარებს ტექნიკურ დახმრებას ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიების შესწავლის, სერტიფიცირების, მარკეტინგის, სარეალიზაციო არხების შექმნის და სხვა მიმართულებით გაუწევს. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული შეღავათებია გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, რაც საქართველოში კოოპერაციის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში  ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის  ჩათვლით გაგრძელდა

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა

მეთხილე ფერმერებმა, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, თხილის...
 პროგრამის "დანერგე მომავალი" ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2025 წლის  24 მარტის 12:00 საათიდან  31 მარტის 18:00 საათის ჩათვლით

პროგრამის "დანერგე მომავალი" ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2025 წლის 24 მარტის 12:00 საათიდან 31 მარტის 18:00 საათის ჩათვლით

დაფინანსდება შესაძენი ნერგების არაუმეტეს 70%. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე...
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების  დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში ერთწლოვანი კულტურების...