ტექნიკური დახმარების პროგრამაში ცვლილებები შედის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შედის. მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ეძლევათ დამატებითი შესაძლებლობა, უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის და წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა.

ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამას ორი ახალი მიზნობრიობა ემატება, რაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვის საკონსულტაციო მომსახურებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულების თანადაფინანსებას გულისხმობს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვის საკონსულტაციო მომსახურეობის შემთხვევაში, თანადაფინანსება შეადგენს 80% -ს და არაუმეტეს 15,000 ლარს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შემთხვევაში - სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულების 70% -ს და არაუმეტეს 750 ლარს.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა