• არის თუ არა განსაზღვრული შემნახველი საწარმოს მოცულობა?

    შემნახველი საწარმოს ტევადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 500 ტონას.

     

  • არის თუ არა განსაზღვრული შესანახი კულტურების სახეობები?

    პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მხოლოდ ბოსტნეულისა და კარტოფილის შემნახველი საწარმოები.

     

  • არის თუ არა განსაზღვრული პროგრამაში მონაწილეობისთვის მიწის ფართობი და მეპაიეთა რაოდენობა?

    პოტენციური ბენეფიციარის თითოეული მეპაიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.1 ჰა-ს. პოტენციური ბენეფიციარის ან/და პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის ჯამური ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 ჰა-ს. პოტენციური ბენეფიციარის თითოეული მეპაიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.1 ჰა-ს.

     

  • რა სახის ვალდებულება აქვს ბენეფიციარს დაფინანსების მიღების შემდგომ?

    შეუნარჩუნოს შემნახველ საწარმოს პროფილი საწარმოს ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში. საწარმო ამოქმედებულად განისაზღვრება თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 18 თვისა, იმ შემთხვევაში თუ გაცემულია თანადაფინანსების თანხა სრულად ან ნაწილობრივ. ამასთან, დასაშვებია სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში საწარმოს ამოქმედების თარიღი განისაზღვროს თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვემდე ვადაში, ბენეფიციარის შესაბამისი წერილობითი მომართვის საფუძველზე;

    ხელშეკრულების გაფორმებიდან ვალდებულებების სრულად შესრულებამდე არ დაუშვას პროგრამის ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერუმებით განსაზღვრული მეპაიეებისა და მიწის ფართობის რაოდენობის შემცირება;

    ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამის ფარგლებში შექმნილი/შეძენილი ძირითადი საშუალებები იპოთეკით/გირავნობით დატვირთოს სააგენტოს სასარგებლოდ, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამავდროულად, დასაშვებია სააგენტოს იპოთეკა/გირავნობა იყოს რიგით მეორე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია/მოგირავნეა სესხის გამცემი ბანკი.

     

  • დასაშვებია თუ არა არსებული საწარმოს გაფართოება/მოდერნიზაცია?

    პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მხოლოდ ახალი შემნახველი საწარმოები.

     

  • არის თუ არა განსაზღვრული შემნახველი საწარმოს სტანდარტები?

    პროგრამის ფარგლებში შექმნილი საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ სტანდარტს. სტანდარტის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე