• არის თუ არა განსაზღვრული პროგრამაში მონაწილეობისთვის მიწის ფართობები?

    დიახ, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ან მისი წევრები უნდა ფლობდნენ  ჯამურად არანაკლებ 20 ჰექტარ მიწის ფართობს, ხოლო მაღალმთიანი დასახლების შემთხვევაში არანაკლებ 10 ჰექტარს ჯამურად. 

     

  • რა სახის ვალდებულება ეკისრებათ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაფინანსების მიღების შემდგომ?

    ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, შეინარჩუნოს პროგრამით განსაზღვრული მეპაიეთა და მიწის ფართობის მინიმალური რაოდენობა, არ გაასხვისონ თანადაფინანსებით შეძენილი ტექნიკა, 

     

  • შესაძლებელია თუ არა ადგილზე წარმოვადგინოთ განაცხადი და თანმდევი დოკუმენტაცია?

    პროგრამაში განაცხადების მიღება ხორციელდება ელექტრონულად, ვებგვერდის მეშვეობით.

     

  • ხომ არ არის განსაზღვრული პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღების ბოლო ვადა?

    განაცხადების მიღების ბოლო ვადა განსაზღვრული არ არის, პროგრამა ხორციელდება ბიუჯეტის ამოწურვამდე.

     

  • შესაძლებელია თუ არა საკუთარი თანამონაწილეობისთვის შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა?

    დიახ, შესაძლებელია ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენდეს შეღავათიანი აგროკრედიტი.

     

  • შესაძლებელია თუ არა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა თუ მას იჯარით აქვს მიღებული მიწის ფართობი?

    პროგრამის ფარგლებში დასაშვებია იჯარა/ქვეიჯარა მხოლოდ სახელმწიფოსგან, მუნიციპალიტეტისგან ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან, ამასთან იჯარის დარჩენილი პერიოდი სააგენტოში განაცხადის შემოტანის დროს უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წელს.

     

  • რამდენი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დაფინანსებაა შესაძლებელი ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში?

    ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში შესაძლებელია არაუმეტეს 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დაფინანსება.

     

  • შეუძლიათ თუ არა მონაწილეობის მიღება მიწის ფართობის თანამესაკუთრეებს, რომლებიც არ არიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები?

    არა, პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს.