• რა რაოდენობის სკების მოთხოვნაა შესაძლებელი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

    პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია არაუმეტეს 100 სკის შესყიდვის თანადაფინანსება.

     

  • არსებობს თუ არა დამატებითი სარგებელი მაღალმთიანი და გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში რეგისტრირებული კოოპერატივებისთვის?

    გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ან მაღალმთიან დასახლებებში პროგრამის განმახორციელებელი კოოპერატივები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 30,000 ლარისა, ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით.

     

  • აქვს თუ არა უფლება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო დაფინანსება, განმეორებით მიიღოს მონაწილეობა?

    თანადაფინანსების ლიმიტის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია განმეორებით მიიღოს მონაწილეობა პროგრამაში.

     

  • რა სახის ვალდებულებები ეკისრებათ ბენეფიციარებს დაფინანსების მიღების შემდგომ?
    • შეინარჩუნოს პროგრამით გათვალისწინებული მეპაიეთა მინიმალური რაოდენობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში;
    • ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში უზრუნველყოს თანადაფინანსებით შესყიდულ სკებში ფუტკრის ოჯახების განთავსება; 
    • ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში არ დაუშვას თანადაფინანსების შესყიდული აღჭურვილობის გასხვისება, გარდა განმახორციელებლის წინასწარი ნებართვით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით გასხვისებისა; 
    • საკუთრებაში არსებულ სკებზე არ დაუშვას რეგისტრაციის ნომრის წაშლა ან/და რაიმე სახის ხელყოფა, რომლის შემდგომაც არ იქნება შესაძლებელი მისი ამოკითხვა.
  • რამდენი მეპაიესგან უნდა შედგებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

    მაღალმთიან დასახლებებში, რომლებზეც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არანაკლებ ხუთი, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე  არანაკლებ თერთმეტი;