პროგრამაში ყველა მიმართულებით განაცხადების მიღება დასრულებულია |
პროგრამის და მის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარს შეუძლია წერილობით დააფიქსიროს აზრი და მოათავსოს სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ ოფისებში განთავსებულ პროგრამის ყუთებში.
პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შემოსული განაცხადის შესაბამისობის დადგენის შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა, უნდა წარმოადგინოს ბიზნესგეგმა/ბიზნესმოდელი და ფინანსური თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ბიზნესგეგმის/ბიზნესმოდელის შეფასების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გადასვლის საკითხი განიხილება თანადაფინანსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის თანადაფინანსების შესახებ. განაცხადები განიხილება წარდგენის თარიღის რიგითობის შესაბამისად.
პროგრამის მიზანი და ამოცანა
პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ვებგვერდის საშუალებით არის შესაძლებელი, განაცხადის წარმოდგენისთვის ბენეფიციარმა უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:
- მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია
- განაცხადის შევსება და გადაგზავნა.
მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაციისთვის ან უკვე არსებულ ანგარიშზე შესასვლელად გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: ანგარიშზე შესვლა / რეგისტრაცია
საქართველოს მთავრობის დადგენილება
IFAD-ის ანტიკორუფციული ცხელი ხაზი:
აუდიტისა და ზედამხედველობის ოფისი (AUO)
საგამოძიებო განყოფილება (IS)
Via Paolo di Dono 44
00142 რომი, იტალია
ელ. ფოსტა: anticorruption@ifad.org
ტელეფონი: +39 0654592888
ფაქსი: +39 0654597888
IFAD-ის ეთიკის ცხელი ხაზი:
ეთიკის ოფისი (ETH)
Via Paolo di Dono 44
00142 რომი, იტალია
ელ. ფოსტა: ethicsoffice@ifad.org
ტელეფონი: +39 06 5459 2525
https://www.ifad.org/en/ethics