მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა

პროგრამაში განაცხადების მიღება განახლდება 2024 წლის 16 ივლისის 12:00 საათიდან. განაცხადები მიიღება ბიუჯეტის ამოწურვამდე.

პროგრამა ითვალისწინებს მერძევეობის მიმართულებით ძირითადი საშუალებების შეძენის/შექმნის და სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსებას.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც ახალი საქმიანობის დაწყება, ასევე არსებულის გაფართოება/მოდერნიზება შემდეგი მიმართულებით/მიზნობრიობით:

  • რძის პირველადი წარმოება - შენობა-ნაგებობისა (პირუტყვის სადგომი) და ფერმის მოწყობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობის თანადაფინანსება, ასევე მზის ელექტრო სადგურის დამონტაჟება არაუმეტეს 5 კვტ სიმძლავრე, იმ პირობით რომ მზის პანელების შეძენა/მონტაჟის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს);
  • ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება-ვეტერინარული საქმიანობისა  და ხელოვნური განაყოფიერებისთვის  საჭირო ინვენტარის და აღჭურვილობის შეძენა;
  • ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის (კაცები 18-35 წელი, ხოლო ქალები 18-40 წლის ჩათვლით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი  მაცხოვრებელი) - არაუმეტეს 100 კვ.მ სათბურის მოწყობის თანადაფინანსება;

პროგრამის ფარგლებში, არსებული ბიზნეს საქმიანობის დაფინანსება მოხდება შემდეგი მიმართულებებით:

  • რძის შემგროვებელი პუნქტი - სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-დანადგარებისა და არსებული შენობა-ნაგებობის მოდერნიზება/რემონტის თანადაფინანსება; სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის/სისტემის დანერგვა.
  • რძის გადამამუშავებელი საწარმო (საშუალო ზომის) - სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-დანადგარებისა და არსებული შენობა-ნაგებობის მოდერნიზება/რემონტის თანადაფინანსება.სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის/სისტემის დანერგვა.
  • რძის შემგროვებელი პუნქტი საზაფხულო საძოვრებზე-მანქანა-დანადგარებისა და არსებული შენობა-ნაგებობის მოდერნიზება/რემონტის თანადაფინანსება, ასევე მობილური მზის ელექტრო სადგურის მოწყობა (აუცილებელი პირობაა იქნება მზის პანელების მონტაჟი განხორციელდეს საზაფხულო საძოვრებზე).
  • რძის გადამამუშავებელი საწარმო (მცირე  ზომის) - მანქანა-დანადგარებისა და არსებული შენობა-ნაგებობის მოდერნიზება/რემონტის თანადაფინანსება.სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის/სისტემის დანერგვა.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოსა და ლიეტუვის ეროვნული გადამხდელი სააგენტოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

სოფლის განვითარების სააგენტოსა და ლიეტუვის ეროვნული გადამხდელი სააგენტოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

ლიეტუვის ეროვნული გადამხდელი სააგენტოს გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩატარებული...