ერთწლოვანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების მხარდაჭერის მიზნით, განხორციელდა აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა.

პროგრამის მიზნები: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; დახურულ გრუნტში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მოცულობისა და ხარისხის ზრდა; ღია გრუნტში ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მოცულობისა და ხარისხის ზრდა.

პროგრამა განხორციელდა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმართველი ქალაქებისა.

პროგრამის ფარგლებში  2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 376 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 384 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 20,171,540 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსებაა 9,651,127 ლარი.

მონაცემები