გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა მიზნად ისახავდა 2025 წლის თებერვლის თვეში გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში შექმნილი ფერმერული მეურნეობ(ებ)ის აღდგენას.
პროგრამა ხორციელდებოდა 2025-2026 წლებში. პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 39 ხელშეკრულება. ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსებაა 1,079,325 ლარი.