პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდის მხარდაჭერის მიზნით განხორციელდა აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა, რაც, თავის მხრივ, სასურსათო უზრუნველყოფასა და პროდუქციის თვითღირებულებაზე დადებითად აისახება.
2021 წელს 01 თებერვლიდან 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში 6,642 ბენეფიციარმა 4,199.35 ტონა მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო. აქედან, ბენეფიციარებმა 1,473.47 ტონა საწვავი ჩაასხეს.