სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას თანადაფინანსების გზით.
,,სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 2,415 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 2,415 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 146,136,852 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსებაა 47,151,371 ლარი. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებულია 4,392 ტექნიკის შეძენა.