სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდა სოფლის განვითარების პროგრამა. პროგრამის მთავარ მიზნებს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკონომიკურ დევერსიფიკაცია და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენება წარმოადგენს.
პროგრამა განხორციელდა ევროკავშირის (EU) „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
პროგრამის ფარგლებში 2020 წლიდან 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 52 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 53 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 8,049,896 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსება 5,604,441 ლარია.