სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების პროგრამა მიზნად ისახავდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობას კოოპერატივების თანადაფინანსების გზით, კენკროვანი კულტურების შესანახ მაცივრებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაშენებული კენკროვანი კულტურების ბაღებიდან მიღებული მოსავლის აგროტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით შენახვის უზუნველყოფას.

პროგრამა ხორციელდებოდა 2023-2024 წლებში. პროგრამის ფარგლებში 4 უნიკალურ ბენეფიციარს/კოოპერატივს გაუფორმდა 4 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 1,597,957 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსებაა 1,000,000 ლარი.