სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების  პროგრამა მიზნად ისახავდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, თანადაფინანსების გზით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

პროგრამა მიმდინარეობდა 2023-2025 წლებში. პროგრამის ფარგლებში 147 ბენეფიციარს/კოოპერატივს გაუფორმდა 191  ხელშეკრულება. ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსებაა 8,842,149 ლარი.