2023 წლის 2 და 17 სექტემბერს კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ მოსავალი და გადამამუშავებელ საწარმოში არ ჩაუბარებიათ ყურძენი, გაიცა ერთჯერადი დახმარება, დაზიანებული ვენახის ყოველ ერთ ჰექტარზე 3,500 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 35,000 ლარისა.
პროგრამის ფარგლებში, კახეთის რეგიონში 2 და 17 სექტემბერს, სეტყვის შედეგად დაზარალებულმა 5,833 ფერმერმა/ბენეფიციარმა დახმარების სახით ჯამში მიიღო 9,598,252.95 ლარი. დასეტყვილმა ფართობმა, რომელზეც გაიცა დახმარება, ჯამში შეადგინა 3,634 ჰა.