პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

პროგრამაში მონაწილეობის მიზნით პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:

  • განაცხადის ფორმა;
  • პოტენციური ბენეფიციარის ან/და  უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დოკუმენტი;
  • შესასყიდი საქონლის/მომსახურების ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე ან/და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, რომელიც  აუცილებელი წესით უნდა მოიცავდეს სასათბურე მეურნეობის მონტაჟს და  შემდეგ ინფორმაციას: 
    • მხარეთა რეკვიზიტები; 
    • მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობა, რა ნაწილზეც ხდება სასათბურე მეურნეობის  მოწყობა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი;
    • სათბურისთვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალების დასახელება, ერთეულის ფასი, ჯამური ღირებულება, ვალუტა;
    • მონტაჟის დასრულების თარიღი;
    • გადახდის პირობები.
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან მიწის ნაკვეთის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში ფლობის შესახებ;
  • სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა (2023 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით) პოტენციური ბენეფიციარის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ჯამური  ფართობის  შესახებ; (მიმართვის ნიმუში)

შენიშვნა: პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარი უნდა ფლობდეს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის  საკუთრებად/თანასაკუთრებად რეგისტრირებულ ჯამურად არაუმეტეს  5 000 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ს.

  • თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი – ცნობა/ამონაწერი საფინანსო ინსტიტუტიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და ცნობა საფინანსო ინსტიტუტიდან კრედიტის დამტკიცების შესახებ; 
  • სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • შვილ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ის ასლ(ებ)ი. (მათი ყოლის შემთხვევაში). 
  • სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.

სიახლეები

სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მარნეულის მუნიპილიტეტში ადგილობრივ ქალებს სასათბურე მეურნეობების საპილოტე პროგრამა გააცნეს

სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მარნეულის მუნიპილიტეტში ადგილობრივ ქალებს სასათბურე მეურნეობების საპილოტე პროგრამა გააცნეს

საპილოტე პროგრამა ქალებისთვის სასათბურე მეურნეობის მოწყობის თანადაფინანსებას...
სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ქალებს სასათბურე მეურნეობების საპილოტე პროგრამა წარუდგინეს

სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ქალებს სასათბურე მეურნეობების საპილოტე პროგრამა წარუდგინეს

საპილოტე პროგრამა, რომელიც ლაგოდეხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში...
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქალებს სასათბურე მეურნეობების მოწყობის საპილოტე პროგრამა გააცნეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქალებს სასათბურე მეურნეობების მოწყობის საპილოტე პროგრამა გააცნეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქალებს სასათბურე მეურნეობების მოწყობის საპილოტე...