The increased budget of the preferential agrocredit project for 2023 was set at 200 million GEL

2023 წელს, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბიუჯეტი იზრდება  და 200 მლნ ლარს შეადგენს.  ბიუჯეტის ზრდის მიზანია,  აგროწარმოებაში ჩართული ან დაინტერესებული პირებისთვის მეტი ფინანსური რესურსი იყოს ხელმისაწვდომი როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის, ასევე აგროლიზინგის პროექტების საშუალებით.

 „შეღავათიანი აგროკრედიტი“ პროექტი სოფლის მეურნეობის პირველადი, გადამმუშავებელი  და აგროპროდუქციის შენახვის მიმართულებებით ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.  

აღსანიშნავია, რომ, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებებით მიმდინარე საკრედიტო პორტფელი 2  მლრდ ლარს აღემატება; 2013 წლიდან დღემდე,  გაცემულია 4,7 მლრდ ლარზე მეტი აგროსესხი.

 

Other news

See all