Applications for the promotion of entrepreneurial activity in highland settlements will begin on June 27
მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის მიმართ დაფიქსირდა მაღალი ინტერესი მაღალმთიან რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე, ასევე მაღალია მომართვიანობა ცხელ ხაზზე 1501, პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდა აჭარაში, გურიის მხარესა , რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში. პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, განაცხადების მიღების დაწყების თარიღად განისაზღვრა 27 ივნისს 12:00 საათი. განაცხადები მიიღება შემდეგ ბმულზე: https://my.rda.gov.ge/signin
მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს. დამატებითი 10%-იანი ბენეფიტია განსაზღვრული ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის. აღსანიშნავია, რომ პროექტის ჯამური ღირებულება, განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის, არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს. აღსანიშნავია, რომ პროგრამით დაფინანსდება, როგორც სასოფლო-სამეურნეო (გარდა პირველადი წარმოებისა), ასევე არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, შემნახველი, გადამმუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ასევე სხვა ნებისმიერი ბიზნესიდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული შეზღუდვებისა.