Farmers in Gurjaani municipality were introduced to the changes in the state agro-insurance program
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნატალია ხარატიშვილმა აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ახალი პირობები გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს გააცნო.
„აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სადაზღვევო პოლისის ღირებულების 70%-იანი თანადაფინანსება პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, მათ შორის, ვაზზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამაში შესული ცვლილებებით უკვე მევენახე ფერმერებიც მოსავლის დაზღვევას 50% ნაცვლად, 70%-იანი თანადაფინანსებით შეძლებენ. ფერმერებს მოვუწოდებ, დაიჭირონ თადარიგი და დააზღვიონ მოსავალი”, - განაცხადა ნატალია ხარატიშვილმა.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ რისკებს, როგორიცაა, სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. აღსანიშნავია, რომ საშემოდგომო ყინვა მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვისაა, 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.
პროგრამის ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, მარცვლეული კულტურის შემთხვევაში კი, 50 ჰექტარი. დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად.