საერთაშორისო გამოფენა - US Private Label Trade Show

განაცხადების მიღება გამოფენის შესარჩევ კონკურსში დასრულებულია

2023 წლის 12 - 14 ნოემბერს ქალაქ ჩიკაგოში, აშშ-ში გაიმართება U.S. Private Label Trade Show.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს 1,000-ზე მეტი კომპანია 40-მდე ქვეყნიდან, მათ შორის იქნება 25-მდე საერთაშორისო პავილიონი. აღნიშნული ღონისძიება დაინტერესებულ პირებს აშშ-ის და კანადის კერძო სავაჭრო ინდუსტრიების ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.  

გამოფენაზე იქნებიან როგორც საკვები და სასმელი პროდუქციის, ასევე საყოფაცხოვრებო, ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებების სექტორის წარმომადგენლები.

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ მხოლოდ გადამამუშავებელ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ საკვებ ან/და სასმელ  პროდუქციას.

განაცხადების მიღება გამოფენის შესარჩევ კონკურსში ხორციელდება 23 ივნისის 09:00 სთ-დან 14 ივლისის 18:00 სთ-ის ჩათვლით.

გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:  

  • გასული კალენდარული წლის წლიური ბრუნვა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50,000 და არაუმეტეს 20,000,000 ლარს;
  • წარმოებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო გამოფენის შინაარსს;
  • წინა ერთი კალენდარული წლის პერიოდში განხორციელებულ საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობისას არ უნდა ჰქონდეს დარღვეული ხელშეკრულების პირობები;
  • არ უნდა ჰქონდეს სააგენტოსთან მიმდინარე სასამართლო, სააღსრულებო და სხვა სამართლებრივი წარმოება/დავა;
  • არ უნდა ჰქონდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ.

შესაბამისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეფასება მოხდება შესაბამის ინდიკატორებზე ქულების მინიჭებით:

ინდიკატორი ქულა
1.       საწარმოს კატეგორია   
1.1   მცირე საწარმო (50,000 ლარიდან - 500,000 ლარამდე) 0.5
1.2   საშუალო საწარმო (500,000 ლარიდან - 5,000,000 ლარამდე) 1.5
1.3   დიდი საწარმო (5,000,000 ლარიდან - 20,000,000 ლარამდე) 1
2.       აქვს შესაბამისი პროდუქციის სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების სერთიფიკატი 2.5
3.       არის შესაბამისი პროდუქციის სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების  მიღების/დანერგვის პროცესში 0.5
4.       აქვს გამოფენის შინაარსის შესაბამისი პროდუქციის ექსპორტი განხორციელებული  2

გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წარმოადგინოთ ელექტრონულ ფოსტაზე exhibitions@rda.gov.ge ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია. განაცხადის იდენტიფიცირებისათვის, აუცილებელია, ,,subject" ველში მიუთითოთ გამოფენის დასახელება. 

  • შევსებული განაცხადის ფორმა;
  • უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ბენეფიციარის, წინა კალენდარული წლის წლიური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების მიღების/დანერგვის პროცესში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.

საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის თქვენი შეფასება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 ქულას. თანაბარი ქულების შემთხვევაში, კომპანიების შერჩევისას იმოქმედებს რიგითობის პრინციპი. 

იმ შემთხვევაში, თუ  დააკმაყოფილებთ პროგრამით გათვალისწინებულ შესაბამის პირობებს, ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოდან გეცნობებათ ინფორმაცია ხელშეკრულების მომზადების შესახებ. 

კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ, სავალდებულოა გახდეთ  Private Label Manufacturers Association (PLMA) -ს წევრი, რისთვისაც ივსება და იგზავნება შესაბამისი ფორმა აღნიშნულ ორგანიზაციაში. ასოციაციის საწევრო გადასახადი შეადგენს 1,500 ევროს წელიწადში. დამატებით ინფორმაციას სააგენტოს წარმომადგენელი მიაწვდის შერჩეულ მონაწილეებს. 

გისურვებთ წარმატებას!

 

სხვა ისტორიები

ყველას ნახვა