გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი

შემნახველი საწარმოების კომპონენტში განაცხადები მიიღება  2025 წლის 15 მაისის 12 საათიდან და გაგრძელდება შესაბამისი ბიუჯეტის (5,000,000 ლარი) ამოწურვამდე


შემნახველი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდება მხოლოდ ახალი სამაცივრე ან/და მშრალი სასაწყობო საწარმოების შექმნა.

შემნახველი საწარმოს ტევადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200 ტონას.

ფინანსური დახმარება ითვალისწინებს:

  • პროექტის ჯამური ღირებულების თანადაფინანსებას არაუმეტეს 30%, მაგრამ არაუმეტეს 350,000 ლარისა;
  • შეღავათიანი აგროკრედიტი/შეღავათიან აგროლიზინგი;

პროექტები, რომლებიც განხორციელდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ან რომელსაც განახორციელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 350,000 ლარისა.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები  არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ  შიდა ქართლის,  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და  მცხეთა-მთიანეთის  რეგიონებში

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი შიდა ქართლის მხარის...