საერთაშორისო გამოფენა - Sial Shenzen 2025

გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადები მიიღება 2025 წლის 21 თებერვლის 12:00 საათიდან 7 მარტის 18:00 საათის ჩათვლით



2025 წლის 1 - 3 სექტემბერს ქალაქ შენჭენში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაიმართება Sial Shenzen 2025 საერთაშორისო გამოფენა.

გამოფენის ფართობი მოიცავს 60,000 კვადრატულ მეტრს. მოსალოდნელია, რომ 2025 წელს გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 1,500-ზე მეტი კომპანია 50 ქვეყნიდან. გამოფენაზე 67,000-ზე მეტ დამთავლიერებელს ელოდებიან. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ გამოფენის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ საკვებ ან/და სასმელ პროდუქციას.

გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს. 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები  არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ  შიდა ქართლის,  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და  მცხეთა-მთიანეთის  რეგიონებში

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი შიდა ქართლის მხარის...