ინოვაციური ტექნოლოგიების საგრანტო პროგრამა

პროგრამაში განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2024 წლის 24 სექტემბრიდან

 

პროგრამა განხორციელდება იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში, ასევე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

ინოვაციური ტექნოლოგიების საგრანტო პროგრამის მიზანია ფერმერთა ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში მყოფი მცირე ზომის ფერმერების პროდუქტიულობისა და შემოსავლის გაზრდის მხარდასაჭერად, სხვადასხვა ინოვაციური ტექნოლოგიების გაძლიერებისა და დანერგვის გზით.

პროგრამის ამოცანაა  სოფლად მცხოვრებთათვის    სოფლის მეურნეობის მიმართულებით ინოვაციური და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით   სტარტაპ პროექტების  განხორციელების ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა  ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე  ჯამურად შეადგენს შესასყიდი საქონლის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 5,000 ლარს, ხოლო ქალის შემთხვევაში არაუმეტეს 60%-ს, მაგრამ არაუმეტეს 5,000 ლარის.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს. 

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები  არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ  შიდა ქართლის,  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და  მცხეთა-მთიანეთის  რეგიონებში

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი შიდა ქართლის მხარის...