სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ახალი სასათბურე მეურნეობა შეიქმნა

ფერმერმა ილია ნახუცრიშვილმა 500 კვ/მ სასათბურე მეურნეობა სახელმწიფო პროგრამის „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ ფარგლებში მოაწყო, სადაც სალათის ფოთოლი მოყავს.  სოფლის განვითარების სააგენტო  ფერმერს პროგრამის ფარგლებში აღებული სესხის, 50,000 ლარის საპროცენტო განაკვეთს 24 თვის განმავლობაში სრულად უფინანსებს. პროგრამის პირობების თანახმად, ფერმერი სოფლის განვითარების სააგენტოსგან დამატებით 13,500 ლარის ოდენობით დაფინანსებასაც მიიღებს. 

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ, კახეთის მხარის რწმუნებულის პირველ მოადგილე პლატონ კალმახელიძესთან ერთად, ილია ნახუცრიშვილის ახალი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.

გიორგი დარჩიას განცხადებით,  ფერმერებისათვის პროგრამა  „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა, მიიღონ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა და  შექმნან სასათბურე მეურნეობები, რაც ხელს შეუწყობს  ქვეყანაში ბოსტნეული კულტურების წარმოების ზრდას.  

პროგრამას „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო  2024 წლიდან ახორციელებს 57 ბენეფიციარი ყავს.   9 ჰექტარ ფართობზე სასათბურე მეურნეობის შექმნისათვის კომერციული ბანკების გაცემულია 9 მლნ ლარზე მეტი სესხი. პროგრამის “ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ სოფლის განვითარების სააგენტო 24 თვის განმავლობაში სესხის საპროცენტო განაკვეთს სრულად დაფარავს, მიზნობრიობების შესრულების შემდეგ კი პროგრამის ბენეფიციარები სესხის 30%-ს დაიბრუნებენ დამატებითი დაფინანსების სახით. 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ქვემო ქართლის  რეგიონული სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი სააგენტოს ქვემო...
ციფრული აპლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი“  (GECSA) ხელმისაწვდომია შიდა  ქართლის და კახეთის რეგიონში

ციფრული აპლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი“ (GECSA) ხელმისაწვდომია შიდა ქართლის და კახეთის რეგიონში

აპლიკაციის  პრეზენტაციას, რომელიც ფერმერებისთვის აგროსამუშაოების ამინდის...
სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართულ პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს

სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართულ პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს

სოფლის განვითარების სააგენტომ 2026 წელს დაგეგმილი იმ საერთაშორისო გამოფენების...
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სააგენტოს დირექტორმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელისაგან...