სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

ტრენინგები  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ავალიანმა  და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორმა სალიჰ ოზერმა  გახსნეს. 

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები გაეცნობიან თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) პრაქტიკას, ლიმატის ცვლილების გავლენას სასოფლო-სამეურნეო წარმოებასა და სადაზღვევო სისტემების გამოყენებით რისკების მართვის შესაძლებლობებს.  

სწავლებას ჩაატარებენ თურქეთის რესპუბლიკის სასოფლო-სამეურნეო და სატყეო სამინისტროს სასოფლო -სამეურნეო დაზღვევის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი სეიფეთთინ გიუნი, თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) სასოფლო-სამერნეო კულტურების დაზღვევის დირექტორის მოადგილე  ელიფ ბედირი და ცხოველთა სიცოცხლის დაზღვევის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ფათიჰ ქოჯა. 

ტრენინგი ხორციელდება თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს აგროდაზღვევისა და სოფლის მეურნეობაში რისკების მართვის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას.

აღსანიშნავია, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს და ის ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ინსტრუმენტია მოსავლის კლიმატური რისკებისგან დაცვის კუთხით. 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou”  პირველად არის წარმოდგენილი

ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou” პირველად არის წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31...