თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 16 მაისის ჩათვლით გაგრძელდა

მეთხილე ფერმერებმა, თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ბაღების რეგისტრაცია  2025 წლის 16 მაისის ჩათვლით უნდა მოახდინონ. 

სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მსურველებმა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებს უნდა მიმართონ.

თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის პროცედურის გავლა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ფერმერს თხილის ბაღი კადასტრში გასულ წლებში დარეგისტრირებული ჰქონდა.

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე  ფიზიკურ პირს, რომელსაც   საკუთრებაში ან/და თანასაკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი, ჯამურად, არანაკლებ  0.2 ჰა არაუმეტეს 3 ჰა.  სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით  1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით.  

პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის  აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების დარიცხვა მიმდინარეობს ეტაპობრივად.  სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული  ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 აგვისტო.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა "მაესტრო რეგიონები"

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა "მაესტრო რეგიონები"

პროგრამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

პროგრამაში შესული ცვლილებით, 150,000 ლარიდან 250,000 ლარამდეა გაზრდილი ...
სოფლის განვითარების სააგენტო „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ მიმდინარე წელს მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

სოფლის განვითარების სააგენტო „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ მიმდინარე წელს მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

განაცხადების მიღება 8 ივლისს, 12:00 საათზე დაიწყება და პროგრამის ...