თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა მიზნად ისახავდა საქართველოში თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას.

პროგრამა ხორციელდებოდა 2022-2025 წლებში. 

2022-2023 წლები: 2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით ქულა დაერიცხა 61,418 უნიკალურ ბენეფიციარს (მოსარგებლე ბენეფიციარების მიახლოებითი რაოდენობაა 89,061) და ფართობმა შეადგინა 43,952.71 ჰა. დარიცხული ქულების ოდენობაა 21,976,355 ლარი, საიდანაც 2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით ბენეფიციარების მიერ განაღდებულია 20,922,693.75 ლარი.

2023-2024 წლები: 2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით ქულა დაერიცხა 63,522 უნიკალურ ბენეფიციარს (მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობაა 94,985) და ფართობმა შეადგინა 45,213.36 ჰა. დარიცხული ქულების ოდენობაა 22,606,680 ლარი, საიდანაც 2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით ბენეფიციარების მიერ განაღდებულია 21,547,569 ლარი.

2024-2025 წლები: 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით ქულა დაერიცხა 60,715 უნიკალურ ბენეფიციარს (მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობაა 105,458) და ფართობმა შეადგინა 41,980.92 ჰა. დარიცხული ქულების ოდენობაა 20,990,460 ლარი, საიდანაც 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით ბენეფიციარების მიერ განაღდებულია 19,524,190 ლარი.