ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთში, ქალაქ შენჭენში გამართულ   საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN   ქართული  ნაციონალური პავილიონი პირველად მოეწყო

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია და დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN იმყოფებოდნენ. 

„ქართული სტენდზე, რომელიც ქალაქ შენჭენში საერთაშორისო გამოფენაზე პირველად არის წარმოდგენილი, ექვსი ქართული კომპანია  თავის პროდუქციას წარადგენს.  ვუმედოვნებთ, რომ ისინი წარმატებას მიაღწევენ გამოფენის ფარგლებში დაგეგმილ საქმიან მოლაპარაკებებში. სოფლის განვითარების სააგენტო გააგრძელებს აქტიურ მხარდაჭერას იმისათვის, რომ  ჩვენი კომპანიები, ფერმერები წარმოვადგინოთ საუკეთესო ფორმით“ - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა. 

საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ კომპანიები: შპს NUTSGE, შპს ნათს ინქორფორეითიდ,  რ/კ რუისპირი, შპს აქვა გეო, შპს ჯეონატურალსი, შპს ვინიტორი მუკუზნის მეღვინეობა.  ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ  ქართული  წარმოების თხილს, კაკალს, ღვინოს, წყალსა და საკონსერვო ნაწარმს

2024 წელს გამოფენაში  SIAL SHENZHEN მონაწილეობა მიიღო 15,000-ზე მეტმა  კომპანიამ 45-მდე ქვეყნიდან. წარმოდგენილი იყო 25-მდე საერთაშორისო პავილიონი. გამოფენას 70-ზე მეტი ქვეყნიდან  67,000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა. 

აღსანიშნავია, რომ გარდა შენჭენისა (SHENZHEN), SIAL გამოფენები ტარდება მსოფლიოს ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა პარიზი, მონრეალი, ტორონტო, შანხაი,  ნიუ დელი, კუალა ლუმპური  და ჯაკარტა.  აღსანიშნავია, რომ ჩინეთში  SIAL გამოფენები 2000 წლიდან ტარდება. 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ქალაქ მადრიდში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction 2025  ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად იყო წარმოდგენილი

ქალაქ მადრიდში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction 2025 ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 13 ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 4,000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა  მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 13 ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 4,000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა...
საუდის არაბეთის სამეფოში, საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi 2025 ქართული ნაციონალური პავილიონი იყო  წარმოდგენილი

საუდის არაბეთის სამეფოში, საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi 2025 ქართული ნაციონალური პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...