„აგროდაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერები  გაზრდილ თანადაფინანსებას მიიღებენ.   

ცვლილებების თანახმად, თუ დაზღვევის ობიექტი მდებარეობს საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება  75%-ით, ნაცვლად 70%-ისა.

ასევე, პროგრამაში შესული ცვლილებით, სადაზღვევო კომპანიას საშუალება ეძლევა მეტად ოპერატიულად და ზუსტად შეაფასოს დაზარალებულთა რაოდენობა და ზარალის ხარისხი, შეამციროს იმ შეტყობინებების რაოდენობა, რომელიც არ მოითხოვს რეაგირებას.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს  ისეთ სადაზღვევო  რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და  საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში).

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ფერმერებსა და აგრობიზნესში ჩართულ პირებს დააზღვიონ მოსავალი სტიქიური მოვლენებისგან.  აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდება და მისი პირობები პერიოდულად  იცვლება,  რაც  მისი გრძელვადიანი მდგრადობის წინაპირობაა. 

„აგროდაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ქალაქ მადრიდში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction 2025  ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად იყო წარმოდგენილი

ქალაქ მადრიდში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction 2025 ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 13 ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 4,000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა  მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 13 ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 4,000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა...