„ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ - სახელმწიფო თანადაფინანსებით ახალი პროგრამა იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, სოფლის განვითარების სააგენტომ სასათბურე მეურნეობის შექმნით დაინტერესებული პირებისთვის ახალი პროგრამა დაიწყო

პროგრამის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ბოსტნეულის წარმოების ხელშეწყობა თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის  გზით.

პროგრამის ამოცანას წარმოადგენს ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობით, სათბურში წარმოებული პროდუქციის მოცულობის გაზრდა,  მათ შორის, არასეზონურ პერიოდში.

აღნიშნული მიზნობრიობით პოტენციურმა ბენეფიციარმა შესაძლებელია მიიღოს კომბინირებული სახის დაფინანსება, როგორც საგრანტო, ასევე პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემული კრედიტის არაუმეტეს 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრული დაფინანსების სახით. კრედიტის მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50,000 ლარს და არაუმეტეს 1,000,000 ლარს, ხოლო საგრანტო დაფინანსება განისაზღვრება სესხის თანხის არაუმეტეს 30%-ით და გაიცემა ბენეფიციარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ. ამასთან ჯამური დაფინანსება განისაზღვრება გაცემული სესხის თანხის არაუმეტეს 50%-ით.

პროგრამა ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრული თანადაფინანსების გზით ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სასათბურე მეურნეობების შექნის წახალისებას. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მხარდამჭერი მექანიზმების სარგებლობის შემთხვევაში, ადგილობრივი ბენეფიციარები შეძლებენ შექმნან სასათბურე მეურნეობები და შედეგად  ხელი შეეწყობა ბაღჩეული და ბოსტნეული კულტურების იმპორტის ჩანაცვლებას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, მათ შორის არასეზონურ პერიოდში.

ახალი  სახელმწიფო პროგრამის „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ ბიუჯეტი 25 მილიონ ლარს შეადგენს.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ქალაქ მადრიდში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction 2025  ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად იყო წარმოდგენილი

ქალაქ მადრიდში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction 2025 ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 13 ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 4,000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა  მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 13 ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 4,000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა...
საუდის არაბეთის სამეფოში, საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi 2025 ქართული ნაციონალური პავილიონი იყო  წარმოდგენილი

საუდის არაბეთის სამეფოში, საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi 2025 ქართული ნაციონალური პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...