ციტრუსის მოსავლის დაზღვევის ბოლო ვადა 5 ნოემბრით განისაზღვრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ. სადაზღვევო პოლისის თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან 70%-ს შეადგენს. პროექტში ჩართვის შემთხვევაში, ციტრუსის ბაღების მქონე ფერმერებისთვის სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. ფერმერების ინტერსების გათვალისწინებით, ციტრუსის დაზღვევას სახელმწიფო პროექტში ჩართული კერძო სადაზღვევო კომპანიები მიმდინარე წლის 5 ნოემბრამდე მოახდენენ. აგროდაზღვევის პროექტში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტში შესული ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო აგროდაზღვევით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ იმ ფერმერს, რომელსაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვს. 2018 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, გაცემულია 12,170 პოლისი; პროექტში ჩართულია 7,460 ბენეფიციარი; სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 4,395,237 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 11,432 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება, ჯამში, 84,929,988 ლარია.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
რუსთავი 2 - აგროდაზღვევა

რუსთავი 2 - აგროდაზღვევა

რუსთავი 2-ის ეთერში სააგენტოს წარმომადგენელი ნატალია ხარატიშვილი აგროდაზღვევის...
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს  სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ

სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია...
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს

სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია...
კახეთის რეგიონში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას სადაზღვევო კომპანიები უმოკლეს ვადაში დაასრულებენ

კახეთის რეგიონში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას სადაზღვევო კომპანიები უმოკლეს ვადაში დაასრულებენ

29 და 30 აპრილს, ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა....