შიდა ქართლის რეგიონში ფერმერები ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების დეტალებს გაეცნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად, რეგიონებში შეხვედრებს მართავენ და ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების დეტალებს ფერმერებს აცნობენ.

შიდა ქართლის რეგიონში ფერმერებს მხარის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი შეხვდნენ.

ნატალია ხარატიშვილმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე ფარგლებში შემუშავებული როგორც პირდაპირი, ასევე სექტორული მიმართულების პროგრამებზე ისაუბრა და ფერმერებს დეტალურად გააცნო როგორც პროგრამების მნიშვნელობა, ასევე ის ტექნიკური დეტალები, რაც ფერმერებმა პროგრამით სარგებლობისთვის უნდა იცოდნენ.

როგორც მხარის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ფერმერმა ისარგებლოს იმ მხარდაჭერით, რასაც სახელმწიფო მათ სთავაზობს. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა არაერთ პროგრამას ითვალისწინებს. პროგრამებით სარგებლობის შემთხვევაში, 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერი 850-დან 1700 ლარამდე დახმარებას მიიღებს.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე პრეზენტაცია საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
რუსთავი 2 - აგროდაზღვევა

რუსთავი 2 - აგროდაზღვევა

რუსთავი 2-ის ეთერში სააგენტოს წარმომადგენელი ნატალია ხარატიშვილი აგროდაზღვევის...
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს  სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ

სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია...
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს

სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია...
კახეთის რეგიონში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას სადაზღვევო კომპანიები უმოკლეს ვადაში დაასრულებენ

კახეთის რეგიონში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას სადაზღვევო კომპანიები უმოკლეს ვადაში დაასრულებენ

29 და 30 აპრილს, ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა....