ფერმერმა სახელმწიფო სუბსიდიის საშუალებით თხილის შესაწამლი პრეპარატები შეიძინა
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში, ფერმერმა ლევან რუხაძემ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით ისარგებლა და მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი მიიღო.
მან, სახელმწიფო სუბსიდიის საშუალებით თხილის შესაწამლი პრეპარატები შეიძინა.
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით 90,000-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო დახმარება, ხოლო სახელმწიფო სუბსიდია 20 მლნ ლარს აჭარბებს.