პროგრამა მოიცავდა მესაქონლეობის მიმართულებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რძის გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის თანადაფინანსებას. 

პროგრამის ფარგლებში, მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ვალდებულებას წარმოადგენდა რძის გადამმუშავებელი საწარმოს მოწყობისათვის საჭირო შენობის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებთან შესაბამისი) არსებობა/აშენება, ხოლო რძის გადამმუშავებელი აღჭურვილობა გადაეცემოდა სახელმწიფოს მხრიდან გრანტის სახით (2019 წლიდან მაღალმთიან დასახლებებში მოქმედ კოოპერატივებს ღირებულების 95%-ად, არაუმეტეს 150 ათასი ლარის, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ღირებულების 90%-ად).

დადგენილი პირობით კოოპერატივებს, პროგრამაში მონაწილეობისათვის, კოოპერატივის და/ან კოოპერატივის მეპაიეთა საკუთრებაში, უნდა ჰყოლოდათ არანაკლებ 50 სული ფური (მაღალმთიან დასახლებებში), ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე, პირველი კომპონენტისათვის (რძის გამაციებელი დანადგარების მოცულობა 1,500 ლიტრი) - არანაკლებ 150 სული და მეორე კომპონენტისათვის (რძის გამაციებელი რეზერვუარების მოცულობა 3,000 ლიტრი) - არანაკლებ 300 სული.

2016-2021 წლებში პროგრამის ფარგლებში, 20 მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 30 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. სახელმწიფოს ჯამურმა თანადაფინანსებამ შეადგინა 3,536,398 ლარი.