The project of the LEADER/community-based local support program was discussed at the working meeting

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის  მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი ესწრებოდნენ.  

პროგრამის პროექტი შემუშავდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის ამოცანების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, რაც ითვალისწინებს სოფლად  ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი საქმიანობების ხელშესაწყობად ფინანსური  დახმარების გაწევას თანადაფინანსების სახით.

LEADER/თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის პროექტი  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს,  ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ჩართულობით მომზადდა. 

სამუშაო შეხვედრის თანაორგანიზატორია საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაცია.

ინიციატივა განხორციელდა სოფლის განვითარების პროგრამის, ENPARD, ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით ხორციელდება.

 

Other news

See all