ქ. დოჰაში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Agriteq 2022, 13 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა
სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. დოჰაში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Agriteq 2022, 13 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთრი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.
გამოფენაში კომპანიებმა მონაწილეობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მიიღეს.
გამოფენის ფარგლებში, კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ადგილობრივი ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და ქართული პროდუქციის კატარის სახელმწიფოში ექსპორტის შესაძლებლობების საკითხები განიხილეს.
საერთაშორისო გამოფენებზე ქართული პროდუქციის წარდგენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პოპულარიზაციის მასშტაბების და შესაბამისად, საექსპორტო პოტენციალის ზრდას.