2023 წელს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება იზრდება

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსება 15.7%-ით გაიზარდა.  ბიუჯეტი ზრდის მიზანია, სახელმწიფომ ადგილობრივი აგროწარმოების განვითარებისთვის, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მეტი ფინანსური რესურსი გახადოს ხელმისაწვდომი როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის, ასევე აგროლიზინგის კუთხით. ბიუჯეტი  გაიზარდა პროგრამისთვის „დანერგე მომავალი“, ასევე, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის.

„ქართული ხარისხიანი აგროპროდუქტის წარმოების პროცესში სახელმწიფოს თანადაფინანსების პროგრამები დიდ დახმარებას უწევს ფერმერებს სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, რაც, საბოლოოდ, ექსპორტის ზრდის და იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგიულ მიზანს ემსახურება; 2023 წელს, სახელმწიფო თანადაფინანსებას ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტში ზრდის“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის არსებული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები  ქმნის  შესაძლებლობებს, შეიქმნას მაღალი ხარისხისა და უვნებლობის  თანამედროვე სტანდარტების პროდუქცია. ერთ-ერთი სისტემური პროექტი, რომელიც ამ  მიზნით ხორციელდება არის „შეღავათიანი აგროკრედიტი“. პროექტი  მხარს უჭერს აგრომეწარმეებს  გაეზარდოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა  სოფლის მეურნეობის პირველადი, გადამმუშავებელი  და აგროპროდუქციის შენახვის მიმართულებებით. 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი სოფლის განვითარების სააგენტოს მეტი შეღავათიანი სესხი გაცემის შესაძლებლობას აძლევს.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  ჩატარდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ამბროლაურში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს...
 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის...
გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და...