სამცხე-ჯავახეთის მხარეში აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია ჩატარდა

ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს  სოფლის განვითარების სააგენტომ ახალი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“  გააცნო.

შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ პროგრამის მიზნების, დაფინანსების პირობებისა და მიმართულებების შესახებ.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მრავალწლოვანი კულტურების გაშენება, სასათბურე მეურნეობების, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების, მეფუტკრეობის, აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების მოწყობა, სასურსათო დანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტების (სასაკლაოების) მოწყობა, ასევე გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების შექმნა.

პროგრამით სარგებლობა შეუძლია რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ პირს (ინდივიდუალურ მეწარმეს) ან მეწარმე იურიდიულ პირს. 

სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური მოცულობა პროგრამის  ფარგლებში არაუმეტეს 2 მილიონი ლარით განისაზღვრება. განსხვავებული პირობებით სარგებლობენ მერძეული ფერმის მოწყობით დაინტერესებული ფერმერები.

პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსება წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-მდეა განსაზღვრული, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და მაღალმთიან დასახლებებში განსახორციელებელი პროექტებისთვის – არაუმეტეს 55%-მდე.

შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ირაკლი თოფურია, დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ მაჭარაშვილი,  სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი და მოადგილე  სერგი მუშკუდიანი   ესწრებოდნენ. 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  ჩატარდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ამბროლაურში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს...
 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის...
გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და...
სოფლის განვითარების სააგენტო ერთწლოვანი კულტურების წარმოების მხარდაჭერას “აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში აგრძელებს

სოფლის განვითარების სააგენტო ერთწლოვანი კულტურების წარმოების მხარდაჭერას “აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში აგრძელებს

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ერთწლოვანი...