ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართულ სტენდზე 10 კომპანია იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ამსტერდამში გამართულ   გამოფენაზე World of Private Label International Trade Show 10 ქართული კომპანია: „ნათსჯი“,  „კულა“,  „არომაპროდაქტი“,  „მაისი 2020“,  „კამპა“,  „ველინგტონი“, „ქარელის ხილი“, „კოოპერატივი რუისპირი - მეღვინეობა იყალთო“,  „აჩინებული“ და „გრინ გოლდი“ იყო წარმოდგენილი. 

ქართულმა კომპანიებმა   გამოფენის სტუმრებს ქართული აგროპროდუქცია: ღვინო, თხილი, ჩაი, წვენები, ჩიფსები, ჯემები და კომპოტები გააცნეს. 

გამოფენაზე წარმოდგენილი ქართული სტენდი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დავით მახიტაშვილმა დაათვალიერეს. 

“ქართული კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ხელს უწყობს ქართული მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას და გაყიდვების ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე“,  - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ.

როგორც გამოფენაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები  აღნიშნავენ, სახელმწიფო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია სავაჭრო პარტნიორების მოძიების და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების კუთხით. 

გამოფენაში, რომელიც 20-21 მაისს გაიმართა, მონაწილეობას იღებდა 3,100-ზე მეტი კომპანია 70-ზე მეტი ქვეყნიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც საკვები და სასმელი პროდუქციის, ასევე საყოფაცხოვრებო, ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლები.  

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“  ქვეკომპონენტი -„მოცვის პირველადი წარმოების დაფინანსებისთვის“ დაემატა

პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ქვეკომპონენტი -„მოცვის პირველადი წარმოების დაფინანსებისთვის“ დაემატა

ქართული ლურჯი მოცვი, იმ სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით,  რომელსაც...
იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა "მაესტრო რეგიონები"

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა "მაესტრო რეგიონები"

პროგრამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

პროგრამაში შესული ცვლილებით, 150,000 ლარიდან 250,000 ლარამდეა გაზრდილი ...