ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქალებს სასათბურე მეურნეობების მოწყობის საპილოტე პროგრამა გააცნეს

სოფლის განვითარების სააგენტოსა და  გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში, „საპილოტე პროგრამა ქალებისთვის” სასათბურე მეურნეობის მოწყობის თანადაფინანსებას ითვალისწინებს. 

პროგრამის დახმარებით,  ქალ ფერმერებს საშუალება ეძლევათ, მცირე მიწის ნაკვეთზე სასათბურე მეურნეობა მოაწყონ და სოფლის მეურნეობის პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში აწარმოონ. პროგრამით დაფინანსდება არანაკლებ 200 კვ.მ ფართის მქონე მეურნეობის მოწყობისთვის საჭირო თანხის არა უმეტეს 90% (მაქსიმალური ოდენობა 25 000 ლარი). ფინანსურთან ერთად, პროგრამა მონაწილეების ტექნიკურ დახმარებასაც მოიაზრებს.  საპილოტე პროგრამა ჩოხატაურის, ვანის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში განხორციელდება;   პროგრამაში რეგისტრაცია 20 ნოემბერს  დაიწყება. 

ჩოხატაურში მუნიციპალიტეტში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ესწრებოდნენ. 

პროგრამა საპილოტე მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ  ქალებს შესაძლებლობას აძლევს, ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესონ. 

,,საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“, გასულ წელს, ლაგოდეხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში  განხორციელდა; პროგრამის  ფარგლებში,  38  ქალს  828,595  ლარით სასათბურე მეურნეობის მოწყობა დაუფინანსდათ.   

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  ჩატარდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ამბროლაურში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს...
 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის...
გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და...