ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2025" ქართული პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „Foodex Japan 2025"  ექვსმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. 

გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ფანცულაია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა დაესწრნენ. 

გიორგი ფანცულაიას განცხადებით, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართველ მეწარმეებს, აწარმოონ უფრო მეტი ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქცია, მოახდინონ ბაზრების დივერსიფიცირება და გაზარდონ საკუთარი საექსპორტო შესაძლებლობები. 

ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების: „აქუა გეოს“, „კულას“, „ჯეო ნატურალსის“, „აგროლეინის“, „აგროლაინისა“ და  „ჯეოფლაუერსის“  სტენდები.

გამოფენის ვიზიტორებს საშუალება  ჰქონდათ, გასცნობოდნენ  ქართული კომპანიების  წარმოებულ  პროდუქციას: ლურჯ მოცვს, კაკალს, თაფლს, წყალს, წვენებს, ჯემებსა და კომპოტებს. 

აღსანიშნავია, რომ ქართულმა კომპანიებმა გამოფენის მონაწილეებისა და ვიზიტორების  ინტერესი დაიმსახურეს.  როგორც კომპანიების წარმომადგენლები  აღნიშნავენ, გამოფენაში მონაწილეობის შემდეგ კარგი თანამშრომლობის მოლოდინები აქვთ. 

 „Foodex Japan“ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენაა. მიმდინარე წელს, რიგით 50-ე საიუბილეო გამოფენას 70,000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 2,900 კომპანიამ 70  ქვეყნიდან„Foodex Japan 2025” 11-14 მარტს გაიმართა.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ქვემო ქართლის  რეგიონული სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი სააგენტოს ქვემო...
ციფრული აპლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი“  (GECSA) ხელმისაწვდომია შიდა  ქართლის და კახეთის რეგიონში

ციფრული აპლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი“ (GECSA) ხელმისაწვდომია შიდა ქართლის და კახეთის რეგიონში

აპლიკაციის  პრეზენტაციას, რომელიც ფერმერებისთვის აგროსამუშაოების ამინდის...