საუდის არაბეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi საქართველოს სტენდი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. რიადში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi ათმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.

გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი  მოადგილე გიორგი ფანცულაია  დაესწრო. 

„სოფლის განვითარების სააგენტოს  მხარდაჭერით, გამოფენაში ათი ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას. საერთაშორისო  გამოფენებზე ქართული პროდუქციის წარდგენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პოპულარიზაციის მასშტაბების და, შესაბამისად, საექსპორტო პოტენციალის ზრდას”, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ფანცულაიამ. 

საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: აგროქიზიყის, აქუა გეოს, Georgian Hazelnut corporation, აჩინებულის, კულას, აგროლაინის, აგრითაჩის, გეოფარმსის და არომა პროდაქთსის წარმოების  კაკალი, მოცვი, წყალი, მშრალი ხილი,  შეციებული ცხვრის ხორცი და ორგანული წვენები.  

Foodex Saudi საუდის არაბეთის სამეფოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა. მიმდინარე წელს, გამოფენა მეთერთმეტედ ჩატარდა და მასში 50-მდე ქვეყანამ და 500-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობაში არსებულ სიახლეებს, წამყვანი კომპანიების მიერ დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და წარმოებულ ტექნიკას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში  ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის  ჩათვლით გაგრძელდა

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა

მეთხილე ფერმერებმა, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, თხილის...
 პროგრამის "დანერგე მომავალი" ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2025 წლის  24 მარტის 12:00 საათიდან  31 მარტის 18:00 საათის ჩათვლით

პროგრამის "დანერგე მომავალი" ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2025 წლის 24 მარტის 12:00 საათიდან 31 მარტის 18:00 საათის ჩათვლით

დაფინანსდება შესაძენი ნერგების არაუმეტეს 70%. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე...
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების  დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში ერთწლოვანი კულტურების...