საერთაშორისო გამოფენა - Fruit Attraction 2026

გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 იანვრის 12:00 საათიდან 11 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით




2026 წლის 6 – 8 ოქტომბერს მადრიდში, ესპანეთის დედაქალაქში, გაიმართება საერთაშორისო გამოფენა Fruit Attraction 2026.

გასულ წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 2,400-ზე მეტი კომპანია 64 ქვეყნიდან. გამოფენას  121,000-ზე მეტი ვიზიტორი სტრუმრობდა.

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ ხილის, ბოსტნეულის, კაკლოვანი კულტურების, სუნელებისა და სხვა, გამოფენის შინაარსის შესაბამისად მოქმედი კომპანიები.  

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია გამოფენის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.ifema.es/en/fruit-attraction/areas/fresh-produce

Fruit Attraction არის ხილისა და ბოსტნეულის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გამოფენა. იგი აერთიანებს დარგის პროფესიონალებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და ათასობით ვიზიტორს მთელი მსოფლიოდან. გამოფენა მონაწილეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს დაამყარონ ახალი საქმიანი კავშირები, გააფართოონ ბაზრები და წარუდგინონ თავიანთი პროდუქცია გლობალურ აუდიტორიას.

დეტალური ინფორმაცია გამოფენის შესახებ იხილეთ ბმულზე

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში მოქალაქეებს რუსთავში მასპინძლობს

სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში მოქალაქეებს რუსთავში მასპინძლობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს...
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...