სოფლის განვითარების სააგენტომ 26 მაისი ქ. თელავში აღნიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტომ  მოქალაქეებს ქ. თელავში ცენტრალურ მოედანზე უმასპინძლა.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარების მიერ წარმოებულ პროდუქციას, მოეწყო ქართული ღვინის სადეგუსტაციო კუთხე და ჩატარდა კახური ტრადიციული კერძების კულინარიული მასტერკლასი. ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყო ბავშვებისათვის შემეცნებითი სივრცე, კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა; გაიმართა საბავშვო სპექტაკლი; გამოფენილი იყო თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა; სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად მოეწყო ფოტოზონა; საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელს დახვდა უძველესი სამუზეუმო ექსპონატების ასლების გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“

17:10 სთ-ზე,  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო, საზეიმოდ აღინიშნა. 

ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდა.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში ერთწლოვანი კულტურების...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება  16 მარტს 12:00 საათზე დაიწყება

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 16 მარტს 12:00 საათზე დაიწყება

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მისაღებად...