აშშ-ში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში ექვსი ქართული აგროკომპანია მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ჩიკაგოში, საერთაშორისო გამოფენაზე U.S. Private Label Trade Show ექვსმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების აგროსასურსათო პროდუქცია გააცნო.

საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების:  „აჩინებული“, „არომაპროდუქტი“, „გრინგოლდი“, „ჰობი“,  „რკ ლავრ-ჯორჯია“ და „კულა“ წარმოების ორგანული წვენები, ჩაი, თაფლი, ჩირი, დაფნა, ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი.

გამოფენაში ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები იღებდნენ მონაწილეობას. 

გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი, დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ურუშაძე და აშშ-ში საქართველოს საელჩოს მრჩეველი დავით ჩარკვიანი ესწრებოდნენ. 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის განვითარების სააგენტო წელს უკვე მეცხრე საერთაშორისო გამოფენაში იღებს მონაწილეობას, მათ შორისაა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ჩიკაგოში გამართული საერთაშორისო გამოფენა „U.S. Private Label Trade Show 2026“. ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია. საქართველო აღნიშნულ გამოფენაში უკვე მეოთხე წელია მონაწილეობს.  წინა წლებში საინტერესო შედეგები გვქონდა. ვფიქრობთ, ქართული კომპანიებისთვის წლევანდელი გამოფენაც წარმატებულ იქნება“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ავალიანმა. 

მსგავსი მასშტაბის გამოფენებში მონაწილეობის ფარგლებში, მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ, დაამყარონ ახალი კონტაქტები და გაზარდონ საექსპორტო შესაძლებლობები.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საერთაშორისო გამოფენებზე დამყარებული საქმიანი კავშირების შედეგად ქართულმა კომპანიებმა 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განახორციელეს. სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოფენების ორგანიზება დაახლოებით 2 მლნ ლარით დაფინანსდა.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში მოქალაქეებს რუსთავში მასპინძლობს

სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში მოქალაქეებს რუსთავში მასპინძლობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს...
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...