შიდა ქართლში, სოფელ თორტიზაში ახალი სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში, ახალი სამაცივრო მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მამუკა საღარეიშვილმა და USAID საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა გახსნეს.

სოფლის მეურნეობის ერთიან ღირებულებათა ჯაჭვში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც ფერმერს საშუალებას აძლევს პროდუქცია შეინახოს ისე, რომ მაღალი ხარისხი შეინაჩუნოს და საჭირო დროს მიაწოდოს ბაზარს, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, მამუკა საღარეიშვილის განცხადებით, რეგიონში ახალი საწარმოების შექმნა მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

სოფელ თორტიზაში ახალი სამაცივრე მეურნეობა არის USAID-ის, საქართველოს მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგი. ჩვენ ვაგრძელებთ მსგავს პროგრამებზე მუშაობას და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას, -განაცხადა USAID საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში ერთწლოვანი კულტურების...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება  16 მარტს 12:00 საათზე დაიწყება

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 16 მარტს 12:00 საათზე დაიწყება

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მისაღებად...