აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში, საერთაშორისო გამოფენაზე „Caspian Agro 2026" საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „Caspian Agro 2026" რვა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.  

საერთაშორისო აგროგამოფენაზე, ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების  ბონაპლანტი, ჰობი, სანდომი, ხომლი, სადილი, ალალი, ჩელთი და მეღვინეობა ვინიტორი მუკუზნის მიერ  წარმოებული  ღვინო, ნატურალური წვენები, საკონდიტრო  და საკონსერვო ნაწარმი, თაფლი, სანელებლები და ორგანული სასუქი.  

საერთაშორისო აგროგამოფენა Caspian Agro 2026  5 მაისს გაიხსნა და 8 მაისს დასრულდება. 2026 წელს  ღონისძიებაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou”  პირველად არის წარმოდგენილი

ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou” პირველად არის წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  ჩატარდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ამბროლაურში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს...